Sunday, July 29, 2018

IX დღის რეფლექსია

დღეს მე შევისწავლე ,როგორ უნდა  გამოიყურებოდეს სასწავლო პროექტის პორტფოლიო.
      ტრენერთან ერთად შევქმენი საკუთარი პორტფოლიო.
გავეცანი შემდეგ ფაილს:
Facilitation/Activities/_ for_Pairling_stdents.
მოვაწყვეთ საკუთრი ორტფოლიოს პრეზენტაცია.
მოეწყო დისკუსია თემაზე:,, მიღებული ცოდნიდან  რა იქონიებს გავლენას სწავლის პროცესზე"...

Friday, July 20, 2018

ჩემი პროექტი

VIII დღის რეფლექსია.

 ტრენინგის განმავლობაში ვსწავლობდით სასწავლო პროექტის გეგმის შედგენას. მუშაობა დავიწყეთ აქტუალური თემის შერჩევითა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმით. ვისწავლეთ შფასების რუბრიკების, თვითშეფასების რუბრიკების შექმნა გუგლის დახმარებით.
განვიხილეთ თითქმის დასრულებული პროექტები.
გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის გამოქვეყნება.

VII დღის რეფლექსია

დღეს მე შევისწავლე , და დამოუკიდებლად შევქმენი სასწავლო პროექტის პორტფოლიო.
ასევე შევისწავლე ,თუ როგორ შემიძლია GOOGLEში ფაილის ისე გაზიარრება ,რომ თანამონაწილეს შეეძლოს მისი ერთდროულად დამუშავება(ჩემTან ერთად).
canedit;can coment;can vei
ვისწავლე როგორ გავაზიარო დოკუმენტი.  publish

ვისწავლე ,როგორ შევქმნა ტესტი ღია და დახურული კითხვებით.

Sunday, July 15, 2018

VI დღის რეფლექსია



დღეს ჩვენ განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.
ვისწავლე ,როგორ შევქმნა სასწავლო პროექტის პორტფოლიო.
გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობასა და სამართლიანი გამოყენების წესებს.
ვისწავლე, როგორ შევქმნა სასწავლო პროექტის გეგმა.



პროექტის თემა:    
        
                     ზოგადი შეკითხვა:,,რაც არ კლავს აძლიერებს?!"
                     თემატური შეკითხვა:ეპოქალურმა მოვლენებმა იქონიეს  გავლენა
                    პოეტის ,მწერლისა და მათი შემოქმედების  სვე-ბედზე?
                     შინაარსობრივი შეკითხვა:
                       მეოცე საუკუნე,1937 წელი,რა არასასიამოვნო მოვლენებს ჰქონდა ადგილი?
                     
                       ჰქონდა თუ არა შემოქმედს საშუალება ღიად ესაუბრა ეპოქის ტრაგიზმზე?
                       რომანში  მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი                               ქრისტიანული ტაძრის სვეტიცხოვლის გარშემო ,
                       რომანი აღმოჩნდა 1937 წლის ტრაგედიის ალეგორიული გადატანა შორეულ 
                       წარსულში? თუ კი ,როგორ?
                   

Saturday, July 14, 2018

V დღის რეფლექსია

მე შევისწავლე როგორ დავიწყო პროექტზე მუშაობა.
ვიმუშავე მიზნის ჩამოყალიბებაზე გაკვეთილისთვის და მიზნის ჩამოყალიიბებაზე პროექტისთვის
ტესტირება,როგორც  ცოდნის შემოწმების მეთოდი.
ტესტის მახასიათებლები.
როგორია პროექტის დაგეგმვამდე ,მოსწავლეთა ცოდნის დიაგნოსტირების ტესტი.
ტესტის მახასიათებლების გამოყენების თვალსაზრისით შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო, შევადგინეთ დიაგნოსტიკური ტესტი:


დიაგნოსტიკური ტესტი ქართულ ლიტერატურაში
                კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა“

1.რომელ წელს დაიწერა კ. გამსახურდიას რომანი ,,დიდოსტატის მარჯვენა?“
ა)1937                               ბ)1939
გ)1938                              დ)1936
2. რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ლეგენდარული  ისტორია .  გადმოეცი შენი სიტყვებით.
———————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
3. რომანში  მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის სვეტიცხოველის გარშემო ,მაგრამ ,ფაქტობრივად, რომანი აღმოჩნდა 1937 წლის ტრაგედიის ალეგორიული გადატანა შორეულ წარსულში.
    შეაერთეთ რომანის გმირთა სახელები ,ალეგორიულ გმირთა სახელებთან:  
გიორგი I                                  კონსტანტინე  გამსახურდია
ზვიად სპასალარი                  ლავრენტი ბერია
კონსტანტინე არსაკიძე            ნადეჟდა ალილუევა
დედოფალი მარიამი               იოსებ  სტალინი


4. რომანის ერთ-ერთი გმირი ცხოვრების ნადიმიდან გაგდებული ადამიანია და თანაც იმ ასაკში, როცა ამ ცხოვრებისთვის არაფერი ჰქონდა მას დაშავებული. ეს ოდესღაც უზრუნველი და ნებიერი, დაუცხრომელი ბუნებით გამორჩეული ჭაბუკი, მტერთან ბრძოლებში გმირობის წარმოჩენაზე  მეოცნებე ახალგაზრდა , თავად იქცევა ადამიანთა მოდგმის იდუმალ მტრად. დაასახელეთ ეს გმირი:
ა)კონსტანტინე  არსაკიძე                                ბ) ფარსმან სპარსი
გ)მელქისედეკ კატალიკოსი                           დ) მამამზე ერისთავი

5. „მელქისედეკი ცას ეწია სიხარულისაგან,რადგან მის მიერ ჩამოყვანილ ბიზანტიელ სტუმრებს მოთავებული დახვდებოდათ სვეტიცხოველი“.ამოიწერეთ ფრაზეოლოგიზმი













Wednesday, July 11, 2018

IVდღის რეფლექსია

11.07.18
დღეს განვიხილე:
1.სასწავლო პროექტის გეგმა.
2.ვისაუბრეთ და დაწვრილებით გავიგეთ რა არის განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
3.განვიხილეთ   drive.google.com/drive/
4.პორტფოლიოს სტრუქტურა
5გაკვეთილისა და პროექტის მიზანი.
6.შევასრულეთ პრაქტიკული დავალება.

Monday, July 9, 2018

III დღის რეფლექსია

09.07.18

დღეს მე ვისწავლე:
1)  როგორ დავწე
რო პოსტი.
2) როგორ ჩავსვა პოსტში სურათი
3)ბლოგიდან სურათის გადმოწერა.
4)ტელეფონიდან სურათის გადმოწერა.
5) ნოთბუქის კამერით გადაღბული სურათის ჩასმა.













ერთი მშვენიერი შეხვედრა








Sunday, July 8, 2018

II სამუშაო დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე  დღე:07.07.18.


 შევისწავლე   Microsoft Word- ის ინსტრუმენტები:
მე ახლა შემიძლია
1. გავხსნა  Microsoft Word- ის საქაღალდე.
                                                                                                                                                                                   2. შევქმნა Microsoft Word -ის საქაღალდეში ცხრილი და  მოვახერხო მისი კონსტრუირება (გაზრდა ,შემცირება ,ფორმის მიცემა).                                                                                               

3.მე ვისწავლე SmartArt-ის  გამოყენება.
ა)    აგრეთვე ვისწავლე იერარქიული გამოსახულების შექმნა.(ნახაზის გაზრდა,დაპატარავება.სიტყვების ჩაწერა).
ბ).პირამიდის შექმნა.
გ) ჩემთვის აღმოჩენა იყო, სტატისტიკის გადმოსაცემი დიაგრამების შექმნა.































    ტრენინგის მეორე დღეც საკმაოდ ნაყოფიერი იყო,რადგან, ყველაფერ ზემოთთქმულთან ერთად, მე გავიგე, როგორ უნდა დაიწეროს სამოდელო გაკვეთილის გეგმა და ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია.

     გავიგე ,რომ არსებობს შემდეგი ტიპის სამოდელო გაკვეთილი:

  • ინტეგრირებული;
  • პრობლემაზე ორიენტირბული;
  • გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ინოვაციური.

 გავიგე რა არის რეფლექსია,


რეფლექსიის სააზროვნო საკითხები:

  •   რა იყო ჩემი ყველაზე დიდი წარმატება?
  •   რის საფუძველზე მივაღწიე ამას?
  •   რა სირთულეს წავაწყდი?
  •   რა არის ის, რისი გაკეთებაც არ გამომდიოდა ადრე, ახლა კი თავისუფლად შემიძლია?
რეფლექსიისთვის საჭირო სიტყვათა წყობაა:
  • საინტერესო იყო..
  • ყველაზე უკეთ გამომივიდა…
  • ჩემი განწყობა…
  • მე ვისწავლე…
  • დღეს გაკვეთილზე მე შევძელი…
  • გაკვეთილმა მომცა…
  • გაკვეთილის დროს მე…
  • რთული აღმოჩნდა…
  • მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა…
  • მე გავიგე, რომ…
  • მე ახლა შემიძლია…
  • მე შევიძინე…
  • მე ვისწავლე…
  • გაკვეთილი მომეჩვენა…
  • ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ…
  • მე მნიშვნელოვანი მომეჩვენა…
ჩატარებული/ჩასატარებელი გაკვეთილის რეფლექსიის წარმოდგენისას სასურველია, ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ საკითხებზე:
  • რამდენად მიაღწიეს/მიაღწევენ მოსწავლეები გეგმით განსაზღვრულ შედეგებს? უფრო მეტად რომელი შედეგების მიღწევით ვიქნები კმაყოფილი?
  • რა გავლენა იქონია/იქონიებს გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები:
ა) მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე?
ბ) მოსწავლეთა პროდუქტიულ ინტერაქციაზე?
  • რა  გამოჩნდება/ჩანს მოსწავლეთა ნამუშევრებიდან? რას აითვსებენ/აითვისეს? რომელი უნარების განვითარება იკვეთება/გამოიკვეთება?
  • მე რა გამომივიდა/გამოგივა ყველაზე უკეთ? რა სტრატეგიით მოვახდენ/მოვახდინე გამოწვევა? რა სტრატეგიებს გამოვიყენებ/გამოვიყენე ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზებზე?
  • როგორ შეიცვალა/შეიცვლება გაკვეთილის სამოქმედო გეგმა მსვლელობის პროცესში? რატომ?
  • ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში რას შევცვლიდი? როგორ გავაუმჯობესებდი საკლასო გარემოს, აქტივობებს, სტრატეგიებს/მეთოდებს, ინსტრუქციებს, მოსწავლეთა დაჯგუფებებს, რესურსებს, მოსწავლეთა შეფასებას?

          მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული აქტივობები,რომელთა შესრულებისას სირთულეებს არ წავწყდომივარ.                                                                                  

                                                                                       08.07.18











Friday, July 6, 2018

I სამუშაო დღის რეფლექსია



ტრენინგის პირველი დღე:05.07.18.


     შეხვედრა დაიწყო ტრენერის მიერ ტრენინგის შინაარსის გაცნობით,რითაც გავიგე : — რას მომცემს აღნიშნული ტრენინგი და როგორ  გამომადგება აქ მიღბული ცოდნა?
          
ვიცი ,რომ ამ კურსის განმავლობაში უნდა შევისწავლო სხვადასხვა ტექნოლოგიური რესურსი და ინსტრუმენტები,რომელიც  დამეხმარება ჩემი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა სწავლების უნარის გაუმჯობესებაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის წახალისებასა და კარგი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
     შემდგომ ეტაპზე ,ტრენინგის მონაწილეებმა ჯგუფს წარვუდგინეთ, საკუთარი თავი.
ვუსურვეთ ერთმანეთს წარმატებული სამუშაო შეხვედრები .

       პირველი შეხვედრის შემდეგ ვიცი რა არის:   დომენური სახელები ; ელექტრონული ყუთის მისამართი ,accaunt(ანგარიში); user name-მომხმარებლის სახელი;password;კიბერუსაფრთხოება;ბლოგი,პორტფოლიო.
      
  • დღეს  მე გავეცანი პორტფოლიოს კომპონენტებს. დაწვრილებით შევისწავლე  ბლოგის შექმნის ინსტრუქცია,შევძელი  შემექმნა  საკუთარი პორტფოლიო.ბლოგში  ჩავაშენე ახალი ბლოგი, დავწერე და გამოვაქვეყნე პოსტი.

მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული აქტივობები,ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ დამოუკიდებლად  მოვახერხე  საკუთარ ბლოგში  ახალი ბლოგის ჩაშენება.

 აქტივობებზე მუშაობისას პრობლემა არ  შემქმნია.