Sunday, July 8, 2018

II სამუშაო დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე  დღე:07.07.18.


 შევისწავლე   Microsoft Word- ის ინსტრუმენტები:
მე ახლა შემიძლია
1. გავხსნა  Microsoft Word- ის საქაღალდე.
                                                                                                                                                                                   2. შევქმნა Microsoft Word -ის საქაღალდეში ცხრილი და  მოვახერხო მისი კონსტრუირება (გაზრდა ,შემცირება ,ფორმის მიცემა).                                                                                               

3.მე ვისწავლე SmartArt-ის  გამოყენება.
ა)    აგრეთვე ვისწავლე იერარქიული გამოსახულების შექმნა.(ნახაზის გაზრდა,დაპატარავება.სიტყვების ჩაწერა).
ბ).პირამიდის შექმნა.
გ) ჩემთვის აღმოჩენა იყო, სტატისტიკის გადმოსაცემი დიაგრამების შექმნა.































    ტრენინგის მეორე დღეც საკმაოდ ნაყოფიერი იყო,რადგან, ყველაფერ ზემოთთქმულთან ერთად, მე გავიგე, როგორ უნდა დაიწეროს სამოდელო გაკვეთილის გეგმა და ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია.

     გავიგე ,რომ არსებობს შემდეგი ტიპის სამოდელო გაკვეთილი:

  • ინტეგრირებული;
  • პრობლემაზე ორიენტირბული;
  • გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ინოვაციური.

 გავიგე რა არის რეფლექსია,


რეფლექსიის სააზროვნო საკითხები:

  •   რა იყო ჩემი ყველაზე დიდი წარმატება?
  •   რის საფუძველზე მივაღწიე ამას?
  •   რა სირთულეს წავაწყდი?
  •   რა არის ის, რისი გაკეთებაც არ გამომდიოდა ადრე, ახლა კი თავისუფლად შემიძლია?
რეფლექსიისთვის საჭირო სიტყვათა წყობაა:
  • საინტერესო იყო..
  • ყველაზე უკეთ გამომივიდა…
  • ჩემი განწყობა…
  • მე ვისწავლე…
  • დღეს გაკვეთილზე მე შევძელი…
  • გაკვეთილმა მომცა…
  • გაკვეთილის დროს მე…
  • რთული აღმოჩნდა…
  • მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა…
  • მე გავიგე, რომ…
  • მე ახლა შემიძლია…
  • მე შევიძინე…
  • მე ვისწავლე…
  • გაკვეთილი მომეჩვენა…
  • ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ…
  • მე მნიშვნელოვანი მომეჩვენა…
ჩატარებული/ჩასატარებელი გაკვეთილის რეფლექსიის წარმოდგენისას სასურველია, ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ საკითხებზე:
  • რამდენად მიაღწიეს/მიაღწევენ მოსწავლეები გეგმით განსაზღვრულ შედეგებს? უფრო მეტად რომელი შედეგების მიღწევით ვიქნები კმაყოფილი?
  • რა გავლენა იქონია/იქონიებს გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები:
ა) მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე?
ბ) მოსწავლეთა პროდუქტიულ ინტერაქციაზე?
  • რა  გამოჩნდება/ჩანს მოსწავლეთა ნამუშევრებიდან? რას აითვსებენ/აითვისეს? რომელი უნარების განვითარება იკვეთება/გამოიკვეთება?
  • მე რა გამომივიდა/გამოგივა ყველაზე უკეთ? რა სტრატეგიით მოვახდენ/მოვახდინე გამოწვევა? რა სტრატეგიებს გამოვიყენებ/გამოვიყენე ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზებზე?
  • როგორ შეიცვალა/შეიცვლება გაკვეთილის სამოქმედო გეგმა მსვლელობის პროცესში? რატომ?
  • ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში რას შევცვლიდი? როგორ გავაუმჯობესებდი საკლასო გარემოს, აქტივობებს, სტრატეგიებს/მეთოდებს, ინსტრუქციებს, მოსწავლეთა დაჯგუფებებს, რესურსებს, მოსწავლეთა შეფასებას?

          მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული აქტივობები,რომელთა შესრულებისას სირთულეებს არ წავწყდომივარ.                                                                                  

                                                                                       08.07.18











No comments:

Post a Comment