ტრენინგის პირველი დღე:05.07.18.
შეხვედრა დაიწყო ტრენერის მიერ ტრენინგის შინაარსის გაცნობით,რითაც გავიგე : — რას მომცემს აღნიშნული ტრენინგი და როგორ გამომადგება აქ მიღბული ცოდნა?
ვიცი ,რომ ამ კურსის განმავლობაში უნდა შევისწავლო სხვადასხვა ტექნოლოგიური რესურსი და ინსტრუმენტები,რომელიც დამეხმარება ჩემი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა სწავლების უნარის გაუმჯობესებაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის წახალისებასა და კარგი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
შემდგომ ეტაპზე ,ტრენინგის მონაწილეებმა ჯგუფს წარვუდგინეთ, საკუთარი თავი.
ვუსურვეთ ერთმანეთს წარმატებული სამუშაო შეხვედრები .
პირველი შეხვედრის შემდეგ ვიცი რა არის: დომენური სახელები ; ელექტრონული ყუთის მისამართი ,accaunt(ანგარიში); user name-მომხმარებლის სახელი;password;კიბერუსაფრთხოება;ბლოგი,პორტფოლიო.
- დღეს მე გავეცანი პორტფოლიოს კომპონენტებს. დაწვრილებით შევისწავლე ბლოგის შექმნის ინსტრუქცია,შევძელი შემექმნა საკუთარი პორტფოლიო.ბლოგში ჩავაშენე ახალი ბლოგი, დავწერე და გამოვაქვეყნე პოსტი.
მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული აქტივობები,ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ დამოუკიდებლად მოვახერხე საკუთარ ბლოგში ახალი ბლოგის ჩაშენება.
აქტივობებზე მუშაობისას პრობლემა არ შემქმნია.

No comments:
Post a Comment