Saturday, July 14, 2018

V დღის რეფლექსია

მე შევისწავლე როგორ დავიწყო პროექტზე მუშაობა.
ვიმუშავე მიზნის ჩამოყალიბებაზე გაკვეთილისთვის და მიზნის ჩამოყალიიბებაზე პროექტისთვის
ტესტირება,როგორც  ცოდნის შემოწმების მეთოდი.
ტესტის მახასიათებლები.
როგორია პროექტის დაგეგმვამდე ,მოსწავლეთა ცოდნის დიაგნოსტირების ტესტი.
ტესტის მახასიათებლების გამოყენების თვალსაზრისით შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო, შევადგინეთ დიაგნოსტიკური ტესტი:


დიაგნოსტიკური ტესტი ქართულ ლიტერატურაში
                კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა“

1.რომელ წელს დაიწერა კ. გამსახურდიას რომანი ,,დიდოსტატის მარჯვენა?“
ა)1937                               ბ)1939
გ)1938                              დ)1936
2. რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ლეგენდარული  ისტორია .  გადმოეცი შენი სიტყვებით.
———————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
3. რომანში  მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის სვეტიცხოველის გარშემო ,მაგრამ ,ფაქტობრივად, რომანი აღმოჩნდა 1937 წლის ტრაგედიის ალეგორიული გადატანა შორეულ წარსულში.
    შეაერთეთ რომანის გმირთა სახელები ,ალეგორიულ გმირთა სახელებთან:  
გიორგი I                                  კონსტანტინე  გამსახურდია
ზვიად სპასალარი                  ლავრენტი ბერია
კონსტანტინე არსაკიძე            ნადეჟდა ალილუევა
დედოფალი მარიამი               იოსებ  სტალინი


4. რომანის ერთ-ერთი გმირი ცხოვრების ნადიმიდან გაგდებული ადამიანია და თანაც იმ ასაკში, როცა ამ ცხოვრებისთვის არაფერი ჰქონდა მას დაშავებული. ეს ოდესღაც უზრუნველი და ნებიერი, დაუცხრომელი ბუნებით გამორჩეული ჭაბუკი, მტერთან ბრძოლებში გმირობის წარმოჩენაზე  მეოცნებე ახალგაზრდა , თავად იქცევა ადამიანთა მოდგმის იდუმალ მტრად. დაასახელეთ ეს გმირი:
ა)კონსტანტინე  არსაკიძე                                ბ) ფარსმან სპარსი
გ)მელქისედეკ კატალიკოსი                           დ) მამამზე ერისთავი

5. „მელქისედეკი ცას ეწია სიხარულისაგან,რადგან მის მიერ ჩამოყვანილ ბიზანტიელ სტუმრებს მოთავებული დახვდებოდათ სვეტიცხოველი“.ამოიწერეთ ფრაზეოლოგიზმი













No comments:

Post a Comment